Nokia 5000 - ბრაუზერის უსაფრთხოება

background image

ბრაუზერის უსაფრთხოება

უსაფრთხობის პირობები შეიძლება მოთხოვნილ იქნას ზოგიერთი

სერვისებისთვის, როგორიცაა საბაკო სერვისები ან ინტერნეტით ყიდვა.

ამგვარი კავშირებისთვის დაგჭირდებათ უსაფრთხოების სერთიფიკატები და,

შესაძლოა, უსაფრთხოების მოდული, რომელიც შეიძლება გქონდეთ SIM

ბარათზე. მეტი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით თქვენი სერვისის

პროვაიდერს.
უსაფრთხოების მოდულის პარამეტრების სანახავად ან შესაცვლელად, ან

ოფიციალურ წარმომადგენელთა სიისა თუ ტელეფონში ჩამოტვირთული

მომხმარებლის სერთიფიკატების სანახავად, აირჩიეთ მენიუ > პარამეტრები >

უსაფრთხოება > უსაფრ მოდულ პარმ, სერთიფიკატები, ან მომხმარებლ

სერთ.

მნიშვნელოვანია: მაშინაც კი, როდესაც სერთიფიკატების გამოყენება

მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს დისტანციური კავშირის დამყარების და

პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირების დროს, მათი გამოყენება

სწორი ფორმით უნდა მოხდეს, რათა ისარგებლოთ გაძლიერებული

უსაფრთხოებით. თავისთავად, სერთიფიკატის არსებობა არ გთავაზობთ რაიმე

დაცვას; იმისათვის, რომ დაცვა გაძლიერდეს, სერთიფიკატების მენეჯერი

უნდა შეიცავდეს სწორ, ნამდვილ და სანდო სერთიფიკატებს. სერთიფიკატებს

აქვს მოქმედების ვადა. თუ ხედავთ შეტყობინებას ”სერთიფიკატს ვადა

გაუვიდა” ან ”სერთიფიკატი ჯერ არ შესულა ძალაში”, მაშინაც კი, როდესაც

სერთიფიკატი ძალაში უნდა იყოს, შეამოწმეთ თქვენს მოწყობილობაზე

დაყენებული თარიღი და დრო.