ტექსტის შეტანა კარნახით
ტექსტის კარნახით შეტანა დამყარებულია წინასწარ ჩაშენებული ლექსიკონის
გამოყენებაზე, სადაც ახალი სიტყვების დამატებაც შეგიძლიათ.
1. დაიწყეთ სიტყვის წერა 2-დან 9-მდე ღილაკების გამოყენებით. ერთი
ასოსთვის მხოლოდ ერთხელ უნდა დააჭიროთ ღილაკს.
2. თუ გსურთ ნაჩვენები სიტყვის დადასტურება, დააჭირეთ ღილაკს 0.
● თუ სიტყვა არ არის სწორი, განმეორებით დააჭირეთ ღილაკს * და
შეარჩიეთ სიტყვა სიიდან.
● თუ თქვენს მიერ დაწერილი სიტყვის შემდეგ გამოჩნდება ”?” ნიშანი, ეს
სიტყვა არ არის ლექსიკონში. ლექსიკონში სიტყვის დასამატებლად
აირჩიეთ მრთლწ. დაწერეთ სიტყვა ტექსტის შეტანის ტრადიციული
მეთოდით და აირჩიეთ შენახ.
● შედგენილი სიტყვების დასაწერად, ჯერ სიტყვის პირველი ნაწილი
შეიტანეთ და მის დასადასტურებლად მარჯვნივ დააჭირეთ გადახვევის
ღილაკს. დაწერეთ სიტყვის მეორე ნაწილი და დაადასტურეთ სიტყვა.
3. დაიწყეთ შემდეგი სიტყვის წერა.