Bluetooth უკაბელო ტექნოლოგია
Bluetooth ტექნოლოგიის გამოყენებით შეგიძლიათ რადიო ტალღების
საშუალებით დაუკავშიროთ თქვენი ტელეფონი შესაბამის Bluetooth
მოწყობილობას 10 მეტრის (32 ფუტი) მანძილზე.
მოწყობილობა აკმაყოფილებს სპეციფიკაციებს Bluetooth Specification 2.0 +
EDR , რომელსაც აქვს შემდეგი პროფილების მხაერდაჭერა: 2.0 + EDR საერთო
წვდომა, ქსელის წვდომა, კონტროლი, სასმენი, გარნიტურა, ობიექტის
მიწოდება, ფაილების გადაგზავნა, dial-up ქსელი, SIM წვდომა და სერიული
პორტი . იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას Bluetooth
ტექნოლოგიასთან თავსებადი მოწყობილობების ნორმალური მუშაობა
ერთმანეთთან, გამოიყენეთ Nokia-ს კონკრეტული მოდელისთვის დაშვებული
მოწყობილობები. გადაამოწმეთ სხვა მოწყობილობის მწარმოებელთან და
დაადგინეთ, არის თუ არა იგი თავსებადი თქვენს აპარატთან.
Bluetooth ტექნოლოგიის გამოყენება მოითხოვს მეტ ენერგიას, რაც ამცირებს
კვების ელემენტის მუშაობის ხანგძლივობას.
Bluetooth კავშირის დამყარება
შეარჩიეთ მენიუ > პარამეტრები > დაკავში-რება > Bluetooth და შეასრულეთ
შემდეგი ნაბიჯები:
1. აირჩიეთ ჩემი ტელ სახელი და შეიტანეთ სახელი თქვენი ტელეფონისთვის.
2. Bluetooth კავშირის გასააქტიურებლად აირჩიეთ Bluetooth > ჩართვა.
მიანიშნებს რომ Bluetooth გააქტიურებულია.
3. ტელეფონის აუდიო გამაძლიერებელთან შესაერთებლად, აირჩიეთ
აუდიომოწყ მიერთბ და მოწყბილობა , რომელსაც გსურთ შეუერთოთ.
4. იმისათვის რომ თქვენი ტელეფონი დააწყვილოთ რომელიმე Bluetooth
მოწყობილობასთან ზონაში, აირჩიეთ დაწყვილ მოწყობილ > მოწყ
დამატებ.
გადაახვიეთ მოძებნილ მოწყობილობაზე და შეარჩიეთ დამატ..
ტელეფონში შეიყვანეთ პაროლ-კოდი (16 სიმბოლომდე) და დართეთ სხვა
Bluetooth მოწყობილობასთან დაკავშირების ნება.
თუ შიშობთ, რომ კავშირი უსაფრთხო არ იქნება, გამორთეთ Bluetooth ფუნქცია,
ან ჩემი ტელ დანახვა პარამეტრისთვის შეარჩიეთ დაფარული. Bluetooth
კავშირის ნება მხოლოდ მათ მიეცით, ვისაც ენდობით.
კომპიუტერის დაკავშირება ინტერნეტთან
გამოიყენეთ Bluetooth ტექნოლოგია და დაუკავშირეთ თავსებადი კომპიუტერი
ინტერნეტს, PC Suite პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. თქვენი
ტელეფონი უნდა გაააქტიუროს სერვისის პროვაიდერმა , რომელიც
უზრუნველყოფს ინტერნეტ კავშირს, ხოლო თქვენს კომპიუტერს უნდა
შეეძლოს Bluetooth პერსონალურ ადგილობრივ ქსელთან (PAN) კავშირის
განხორციელება. ქსელზე წვდომის წერტილთან (NAP) ტელეფონის
დაკავშირებისა და ტელეფონის კომპიუტერთან დაწყვილების შემდეგ, თქვენი
ტელეფონი ავტომატურად გახსნის პაკეტ მონაცემთა კავშირს ინტერნეტთან.
პარამეტრები
© 2008 Nokia. ყველა უფლება დაცულია.
21