წვდომის კოდები
დამცავი კოდი ტელეფონს იცავს უნებართვო გამოყენებისგან.
SIM ბარათით მიღებული PIN კოდი იცავს ბარათს არაავტორიზებული
გამოყენებისგან. ზოგიერთი SIM ბარათით მიღებული PIN2 კოდი საჭიროა
გარკვეული მომსახურებების მისაღებად. თუ PIN ან PIN2 კოდს ზედიზედ
სამჯერ შეიყვანთ შეცდომით, სისტემა მოგთხოვთ PUK ან PUK2 კოდს. თუ
ისინი არ გაქვთ, დაუკავშირდით თქვენი სერვისის პროვაიდერს.
PIN მოდული მოითხოვება თქვენი SIM ბარათის უსაფრთხოების მოდულის
ინფორმაციაზე წვდომისთვის. ხელმოწერის PIN შეიძლება მოთხოვნილი იქნას
ციფრული ხელმოწერისთვის. დაბლოკვის პაროლი მოითხოვება, როცა
გამოიყენება ზარის დაბლოკვის სერვისი.
წვდომის კოდებისა და უსაფრთხოების პარამეტრების გამოყენების ფორმის
შესარჩევად აირჩიეთ მენიუ > პარამეტრები > უსაფრთხოება.