Nokia 5000 - გალერეა

background image

11. გალერეა

ციფრული უფლებების მენეჯმენტით (DRM) დაცულ ელემენტს აქვს

გააქტიურების კოდი, რაც განსაზღვრავს თქვენს უფლებას ამ ელემენტის

გამოყენებასთან დაკავშირებით.
თუ თქვენს მოწყობილობას აქვს OMA DRM-ით დაცული შინაარსი, აქტივაციის

კოდებისა და შინაარსის დასარეზერვებლად გამოიყენეთ Nokia PC Suite-ის

დარეზერვების ფუნქცია.მონაცემთა გადაცემის სხვა მეთოდით შეიძლება არ

გაიგზავნოს აქტივაციის კოდები, რომლებიც უნდა აღდგეს შინაარსთან ერთად,

რათა შეძლოთ OMA DRM-ით დაცული შინაარსის გამოყენება, მოწყობილობის

მეხსიერების დაფორმატების შემდეგ. აქტივაციის კოდების აღდგენა შეიძლება

იმ შემთხვევაშიც დაგჭირდეთ, თუ თქვენს მოწყობილობაში ფაილები

დაზიანდება.
თქვენს ტელეფონს აქვს ციფრული უფლებების მართვის (DRM) სისტემის

მხარდაჭერა, რომ დაიცვას შეძენილი მასალები. ყოველთვის შეამოწმეთ

ნებისმიერი შინაარსისა და აქტივაციის კოდის მიღების პირობები, რადგან

შეიძლება ეს ფასიანი იყოს.
საქაღალდეების სანახავად აირჩიეთ მენიუ > გალერეა.